სასწავლო
პროექტი ფიზიკაში
1.პროექტის
სახელწოდება: ენერგიის უყაირათო ხარჯვა
2.პროექტის
მთავარი იდეა: პრბლემის გაანალიზება თუ რა იწვევს ენერგიის უმიზნო
ხარჯვას და მისი შედეგები.იგი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ ხშირად ანთია
ნათურები მაშინ როცა იგი საჭირო არ არის,აგრეთვე სხვა ელექტრო
ხელსაწყოები,გახსნილია და დაზიანებულია ონკანები. ენერგიის გამოყენების ოპტიმალური
გზების ძიება. მონაცემების პრეზენტაციის სახით წარმოდგენა და გავრცელება
ინტერნეტში
3.
პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს
ენერგიის უმიზნო და განუსაზღვრელი ხარჯვა მაშინ როცა იგი არ არის უსასრულო და
აგრეთვე დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან. ამ პროექტით ბავშვები გაათვითცნობიერებენ და ისწავლიან მის
ეკონომიურ ხარჯვას.ისწავლიან რომ,მინიმალური დანახარჯებით შეიძლება მაქსიმალური
მოგების მიღება, თუ ყველაფერს სწორად გათვლიან.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში პრობლემის ანალიზის უნარის
განვითარება. პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. კვლევა ძიების უნარის განვითარება.
პრობლემის გადაჭრის გზების უნარის განვითარება.ეკონომიკური გათვლების გაკეთების
უნარი, ინტერნეტში მუშაობის, პრეზენტაციების კეთების და მათი ბლოგებზე განთავსების
უნარის განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი; 15-16 წელი
6.
განხორციელების ვადები: 10 დღე
7 პროექტის ამოცანები:
· ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიების
დანახარჯების განსაზღვრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
· ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა
(ეკონომიკური თვალსაზრისით).
· ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა
8პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები განსაზღვრავენ რა სახის ენერგიას
მოიხმარენ ოჯახები [ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი,თხევადი საწვავი,შეშა, ქვანახშირი
და სხვა]
გააკეთებენ
იმ მოწყობილობების ჩამონათვალს, რომლებიც მოიხმარენ ამ ენერგიას
გამოთვლიან
რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ ეს მოწყობილობები ერთი კვირის განმავლობაში.
გამოთვლიან მის ღირებულებას და დაადგენენ, თუ რა უჯდება თითოეულ ოჯახს მის მიერ
მოხმარებული ენერგია.მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილების სახით.
ცხრილს ექნება ასეთი სახე:
დასახელება
|
რაოდენობა
|
ჯამური სიმძლავრე
|
მუშაობის ხანგრძლივობა
|
დღე-ღამეში მოხმარებული ელექტროენერგია
|
ენერგიის ღირებულება
|
ელექტრონათურა
|
|||||
მაცივარი
|
|||||
ტელევიზორი
|
|||||
კომპიუტერი
|
|||||
უთო
|
|||||
სარეცხი მანქანა
|
|||||
ელექტროქურა
|
დახარჯული
ენერგიის გამოსათვლელად მოწყობილობის სიმძლავრე უნდა გამრავლდეს მუშაობის
ხანგრძლივობაზე
დაადგენენ,
ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებააუმჯობესი ბინის
გასათბობად,წყლის გასაცხელებლად,მიწის დასამუშავებლად და სხვა. დაადგენენ მათ
ღირებულებას და წარმოადგენენ დიაგრამის სახით.
მონაცემებზე
დაყრდნობით გააკეთებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას შემდეგ განათავსებენ
ბლოგებზე, რომ უფრო ფართო საზოგადოება გაეცნოს.
9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემების წარმოდგენას
სხვადასხვა სახით, შემცირდება ენერგიის უყაირათო ხარჯვა, რის გამოც გაიზრდება
ოჯახის ბიუჯეტი.
მოსწავლეები
შეეცდებიან სხვა თანატოლებიც მიაჩვიონ იყონ რაციონალურები და ოპტიმალურად
გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები.
შექმნიან
მონაცემებს ცხრილების და დიაგრამების სახით გააკეთებენ პრეზენტაციას რაც წააქეზებს
სხვებს უფრო მეტი იფიქრონ ენერგიის გამოყენებაზე
ისწავლიან
ისტ-ის გამოყენებას მონაცემების მოძიების დამუშავების და გამოყენება გავრცელების
პროცესში.
პროექტის
ხელმძღვანელი:
ნინა მარტიაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninamartiaSvili.1958@gmail.com
No comments:
Post a Comment