გაკვეთილის გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:ნინა მარტიაშვილი
24001007440
საგანი: ფიზიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო
მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:12
გაკვეთილის თემა: ლინზა
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების
ანალიზი. მოსწავლე შეძლებს მოახდინოს ლინზების კლასიფიკაცია. განმარტოს და შეადაროს მათი
მახასიათებლები. დაგეგმოს და ჩაატაროს ცდა ლინზის ფოკუსური მანძილის გასაზომად.ახსნას
რატომ არის ამოზნექილი ლინზა
შემკრები. და ჩაზნექილი
გამბნევი. ადეკვატურად გამოიყენოს
შესაბამისი ცნებები ამოცანების
ამოხსნისას
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო (წთ)
|
1
|
მისალმება.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. შეფასების რუბრიკებისა და გაკვეთილის მიზნის
გაცნობა
|
ვერბალური ახსნა
|
მასწავლებელი
|
შეფასების რუბრიკები
|
2წთ
|
2
|
საშინაო დავალების
შემოწმება-საშინაო ცდის ანალიზი მოსწავლეებს
ვთხოვ მიჩვენონ მათმიერ
დამზადებული ლინზები და შეაფასონ მათი
გამადიდებლობა.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
მოსწავლეთა მიერ
დამზადებული ლინზები
|
2წთ
|
3
|
სამოტივაციო საუბარი.მოსწავლეებს მივმართავ კითხვებით: რა იცით
ლინზების შესახებ? რა გამოყენება აქვთ
მათ? რომელ ოპტიკურ
ხელსაწყოებს იცნობთ?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ლუპა, მიკროსკოპი,
ლინზები.
|
4წთ
|
4
|
ვაძლევ განმარტებას
ამოზნექილი და ჩაზნექილი ლინზების შესახებ.
ვუჩვენებ რამოდენიმე მათგანს. ვავალებ წყვილებს
მოახდინონ ლინზების კლასიფიკაცია ილუსტრაციაზე. პლაკატის
დახმარებით განვუმარტავ ლინზის
მახასიათებლებს.
|
ინფორმაციის მიწოდება,
წყვილებში მუშაობა
|
წყვილები
|
ამოზნექილი და ჩაზნექილი ლინზები. პლაკატები.
|
7წთ
|
5
|
სადემონსტრაციო ცდა-დაკვირვება ამოზნექილ
ლინზაში სინათლის პარალელურ სხივთა სვლაზე. ცდის შედეგების საფუძველზე განვუმარტავ ლინზის მთავარ ფოკუსს, ფოკუსურ მანძილს,შემომაქვს
შემკრები ლინზის ცნება, აქვე ვაცნობ ფოკალურ სიბრტყეს და ორმაგ ფოკუსს.
|
სადემონსტრაციო ცდა
|
მასწავლებელი
|
ოპტიკური დისკო, ამოზნექილი ლინზა
|
7წთ
|
6
|
ექსპერიმენტი-ლინზის ფოკუსური მანძილის
განსაზღვრა. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად, ვურიგებ საჭირო ხელსაწყოებს და ვავალებ დაგეგმონ
და ჩაატარონ ცდა
ლინზის ფოკუსური მანძილის გასაზომად. ვთხოვ მიღებული
შედეგები წარმოადგინონ si სისტემაში. ჯგუფიდან
თითო წარმომადგენელი აკეთებს პრეზენტაციას ჩატარებული
სამუშაოს შესახებ
|
ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია
|
ჯგუფები
|
მოსწავლეთა მიერ დამზადებული ლინზები,ჯიბის
ფარანი, ეკრანი, სახაზავი
|
6წთ
|
7
|
ექსპერიმენტი–დაკვირვება სინათლის პარალელურ სხივთა სვლაზე
ჩაზნექილ ლინზაში. ვაცნობ გამბნევ ლინზას და წარმოსახვით ფოკუსს.
|
სადემონსტრაციო ცდა
|
მასწავლებელი
|
ოპტიკური დისკო, ჩაზნექილი ლინზა
|
4წთ
|
8
|
ვთზოვ წყვილებში
დააკვირდნენ პლაკატს და ახსნან
რატომ არის ამოზნექილი ლინზა შემკრები და ჩაზნექილი ლინზა
გამბნევი?
|
ილუსტრაციაზე დაკვირვება
|
წყვილები
|
პლაკატი
|
3წთ
|
9
|
მიწოდებული ცოდნის შემოწმების მიზნით ვიყენებ ქვიზს–ინდივიდუალურად ვურიგებ
დავალებებს, სადაც მოცემულია 5 კითხვა სავარაუდო პასუხებით.
ქვიზის შედეგებს გავითვალისწინებ მომავალი
გაკვეთილის დაგეგმვისას
|
ქვიზი
|
ინდივიდუალური
|
ტესტები
|
5წთ
|
10
|
შეფასება
|
ვერბალური ახსნა
|
მასწავლებელი
|
|
3წთ
|
11
|
საშინაო დავალება: სახელმძღვანელოდან პარაგრაფი
6.8; საშინაო ცდა გვ.173
|
ვერბალური ახსნა
|
მასწავლებელი
|
სახელმძღვანელო
|
2წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე ახდენს
ლინზების კლასიფიკაციას; განმარტავს
და ადარებს მათ მახასიათებლებს; გეგმავს
და ატარებს ცდას ლინზის ფოკუსური
მანძილის გასაზომად. ხსნის რატომ არის ამოზნექილი
ლინზა შემკრები და ჩაზნექილი
გამბნევი. ადეკვატურად იყენებს
შესაბამის ცნებებს ამოცანების
ამოხსნისას
შეფასება: მოსწავლეები
შეფასდებიან ინდივიდუალურად გაკვეთილის
პროცესში ჩართულობის, ახალი და ძველი მასალის გააზრების, ექსპერიმენტის დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების წარმოდგენის უნარზე დაკვირვებით.
შეფასების ტიპები:განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
მოსწავლის
ძშეფასების კრიტერიუმები და /ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგემას)
შეფასების რუბრიკები
1–3
|
4–5
|
6–7
|
8–10
|
უჭირს
საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა
და დასკვნების გამოტანა;
ექსპერიმენტს გეგმავს არაზუსტად; მონაცემებს აღრიცხავს
არასწორად; შედეგებს ვერ გადმოსცემს; ჩანაწერი
უსისტემოა.
|
ცდილობს გამოთქვას
საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ
ვერ ასაბუთებს, დასკვნები არალოგიკურია;ექსპერიმენტს გეგმავს
არაზუსტად, ხარვეზებით; გაზომვებს
აწარმოებს არაზუსტად; ჩანაწერი სუსტადაა ორგანიზებული.
|
ცდილობს მოსაზრებები
ჩამოაყალიბოს საინტერესოდ, გამართულად
აკეთებს დასკვნებს, თუმცა
ნაწილობრივ ასაბუთებს თავის
მოსაზრებებს; ექსპერიმენტს გეგმავს
სწორად, თუმცა მცირედი
უზუსტობებით; გაზომვებს აწარმოებს
კარგად; ჩანაწერი ნაკლებ
ორგანიზებულია.
|
მოსაზრებებს აყალიბებს
თანმიმდევრულად, ლოგიკურად აკეთებს
დასკვნებს და ასაბუთებს
თავის მოსაზრებებს; ექსპერიმენტს გეგმავს
სწორად, გაზომვებს აწარმოებს
ზუსტად; ჩანაწერი კარგად
ორგანიზებულია.
|
ხელმოწერა: ნ. მარტიაშვილი
თარიღი: